ეს ვებ-გვერდი იმართება შპს „კოკ2“-ის მიერ. შემდგომში გამოყენებულ ტერმინებში „ჩვენ“ და „ჩვენი“ იგულისხმება შპს „კოკ2“. თქვენ – მომხმარებელს შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ვებ-გვერდით, გაეცნოთ მასში განთავსებულ ნებისმიერ ინფორმაციას და მიიღოთ არსებული სერვისები თუ დაეთანხმებით ჩვენს სამუშაო წესებსა და პირობებს, ასევე გაეცნობით ყველა მნიშვნელოვან მითითებას.
როდესაც სარგებლობთ ჩვენი ვებ-გვერდით ან/და შეიძენთ ნივთს ჩვენგან, თქვენ ავტომატურად იღებთ ჩვენს „მომსახურებას“ და ეთანხმებით ჩვენს წესებსა და პირობებს („მომსახურების წესებს“, „წესებს“), მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დამატებით პირობებს, რომელიც თქვენთვის ხელმწისაწვდომია ამ ბმულზე. აღნიშნული ეხება ამ საიტის ნებისმიერ მომხმარებელს, იქნება ეს დამთვალიერებელი, კლიენტი, გაყიდვების აგენტი, გადამყიდველი ან/და ინფორმაციის შემგროვებელი.

მუხლი 1 – ინტერნეტ მაღაზიის პირობები

ჩვენი მომსახურების პირობებზე დათანხმებით, თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 18 წელს მიღწეული, ქმედუნარიანი პირი, ან გაქვთ თანხმობა თქვენი კანონიერი წარმომადგენლისგან.
დაუშვებელია ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში ნაყიდი ნივთების გამოყენება არაკანონიერი მიზნებისთვის. ასევე, სერვისის მიღების დროს არ უნდა დაირღვეს არცერთი კანონი, რომლის იურისდიქციის ქვეშაც თქვენ იმყოფებით (ამაში იგულისხმება საავტორო უფლებებიც).
არ გადაიტანოთ საიტზე რაიმე სახის სისტემური ჭიები და ვირუსები, ან დესტრუქციული ხასიათის კოდები.
ასეთი სახის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში ჩვენ უფლებას ვიტოვებთ არ შევასრულოთ მომსახურების პირობებით ნაკისრი ვალდებულებები თქვენს მიმართ, გავაუქმოთ თქვენი ნებისმიერი შეკვეთა, აღვკვეთოთ თქვენს მიერ ჩვენი საიტით სარგებლობა.

მუხლი 2 – ზოგადი პირობები

თქვენ აცნობიერებთ, რომ თქვენგან მიღებული ინფორმაცია (არა ინფორმაცია საკრედიტო ბარათის შესახებ), შეიძლება გადამისამართდეს სხვადასხვა სისტემაში (ა) დაუშიფრავი ფორმით; შეიცვალოს და მიესადაგოს დაკავშირებულ სისტემებისა და მოწყობილობების ტექნიკურ მოთხოვნებს. ინფორმაცია საკრედიტო ბარათის შესახებ სისტემებში ყოველთვის დაშიფრული ფორმით იგზავნება.
თქვენ აცნობიერებთ, რომ არ გაუკეთებთ რეპროდუცირებას, არ გაამრავლებთ, არ დააკოპირებთ, არ გაყიდით, ან გადაყიდით ჩვენს მომსახურებას, ან მისი საშუალებით მიღებულ პროდუქტს, ჩვენგან წერილობითი, წინასწარი თანხმობის გარეშე.

მუხლი 3 – განსაკუთრებული პირობები

გთხოვთ, მხედველობაში იქონიოთ რომ შეძენილი პროდუქტის მიწოდებას შეიძლება შეკვეთის განთავსებიდან 48 საათი დასჭირდეს.
ამჟამად, ადგილზე მიტანის სერვისი ხორცილედება მხოლოდ თბილისის მასშტაბით.
შეძენილი პროდუქტის ღირებულების გადახდა ხდება ონლაინ გადარიცხვით, მიტანისას – ნაღდი ან საბანკო ბარათის მეშვეობით. ყურადღებით გაეცანით ვებ-გვერდზე არსებულ გადახდებთან დაკავშირებულ პროცედურებს და მითითებებს.
პროდუქტის დაბრუნების ან გადაცვლის თაობაზე გვაცნობეთ მისი მიღებისთანავე – ნივთის მიღებიდან 48 საათის შემდეგ ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ან შეგიცვლით ნივთს და შესაბამისად, ვერ დაგიბრუნებთ გადახდილ თანხას.
გთხოვთ, ნებისმიერი გაურკვევლობის შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ: shop@kok2.ge გადაუდებელ შემთხვევებში – ტელ.: +995 599 39 26 04.

მუხლი 4 – ცვლილებები მომსახურებაში და ფასებში

ჩვენი პროდუქტის ფასები შეიძლება შეიცვალოს წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ შევცვალოთ, ან შევწყვიტოთ შემოთავაზებული მომსახურების (ან მისი ნაწილის) განხორციელება ნებისმიერ დროს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
ჩვენ არ ვართ ანგარიშვალდებული მომსახურების მოდიფიკაციის, შეჩერების, შეწყვეტისა ან ფასების ცვლილებების გამო თქვენ და მესამე პირების მიმართ.

მუხლი 5- ანგარიშსწორების დეტალებისა და პირადი პროფილის ინფორმაციის სიზუსტე

თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენთან შეკვეთის განთავსებისას წარმოგვიდგენთ განახლებულ, სრულ და ზუსტ ანგარიშსწორებისა და პირადი პროფილის ინფორმაციას. ასევე, ეთანხმებით, რომ დროულად განაახლებთ თქვენს საკონტაქტო და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით ინფორმაციას, რათა ჩვენ შევძლოთ შესაბამისი გადახდების შესრულება და საჭიროების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ შეუფერხებლად.
დეტალებისთვის, გაეცანით ჩვენს დაბრუნების პირობებს .

მუხლი 6 – მომხმარებლის კომენტარი, გამოხმაურება და სხვა სახის აქტივობა

თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული კომენტარი არ დაარღვევს მესამე პირის საავტორო, სამარკო, კონფიდენციალობის, პირად ან სხვა არამატერიალურ, თუ საკუთრების უფლებებს. ასევე, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი კომენტარი არ იქნება ცილისმწამებლური, რასისტული, სექსისტური ან სხვა მადისკრიმინებელი ხასიათის, არ გამოიყენებთ სიძულვილის ენას (Hate speech), არ იქნება კომპიუტერული ვირუსებისა და ისეთი პროგრამების შემცველი, რომელმაც შეიძლება ვებ-გვერდის გამართულ ფუნქციონირებას და სერვისის განხორციელებას შეუშალოს ხელი. არ გამოიყენოთ არარსებული ელ.ფოსტის მისამართი და ნუ მოგვაწვდით მცდარ ინფორმაციას თქვენ, ან მესამე პირების შესახებ. პასუხისმგებლობა თქვენს მიერ განთავსებულ კომენტარებზე სრულად გეკისრებათ თქვენ. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენ ან მესამე პირების მიერ ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული კომენტარებზე.

მუხლი 7- პერსონალური მონაცემები

თქვენს მიერ ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული პირადი სახის ინფორმაცია რეგულირდება ჩვენი „პერსონალური მონაცემების შესახებ წესები“-თ.

მუხლი 8 – შეცდომები და უზუსტობები 

ჩვენს ვებ-გვერდზე, შეიძლება ზოგჯერ შეგხვდეთ ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ბეჭდვით შეცდომებს, ან უზუსტობებს და რომელიც უკავშირდება პროდუქციის აღწერას, ფასებს, რეკლამას, შეთავაზებებს, პროდუქტის მიწოდების ხარჯებს, ვადებსა და ხელმისაწვდომობას. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გამოვასწოროთ ნებისმიერი სახის შეცდომა, უზუსტობა, შევცვალოთ ან განვაახლოთ ინფორმაცია, წინასწარი გაფრხილების გარეშე გავაუქმოთ ისეთი შეკვეთები, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე არსებული ან მომსახურების გაწევის დროს მითითებული არაზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობით (მაშინაც კი, როცა თქვენი შეკვეთა უკვე განთავსებულია).

მუხლი 9 – გარანტიები; პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენ ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებით სარგებლობა იქნება შეუზღუდავი, ყოველთვის დროული, ან უშეცდომო.
ჩვენი მომსახურებები, ან მათი ნაწილი შეიძლება დროთა განმავლობაში შეჩერდეს გარკვეული ვადით, ან გააუქმდეს თქვენთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.
თუ მიწოდებულ პროდუქტს ან მომსახურებას არ აქვს წინასწარ დადგენილი გარანტია (არ მოყვება გარანტიის საბუთი ან მსგავსი დოკუმენტი), მაშინ იგულისხმება, რომ იგი მომხმარებელმა უნდა მიიღოს რაიმე კონკრეტული გარანტიისა და წინაპირობის გარეშე.

მუხლი 10 – ზოგადი დებულებები

აქ განსაზღვრული რომელიმე წესის ან პირობის ჩვენი მხრიდან ვერ შესრულება არ გულისხმობს მის გაუქმებას, ან მასზე უარის თქმას.
აქ ჩამოთვლილი მომსახურების წესები და პირობები, ვებ-გვერდზე ჩვენს მიერ განთავსებული სახელმძღვანელო პრინციპები, ჩვენს მომსახურებასთან დაკავშირებით განთავსებული ნებისმიერი სახის სხვა ინფორმაცია და მხარეებს შორის დადებულ შეთანხმება წარმოადგენს ერთ მთლიანობას, სრულად არეგულირებს მომსახურებას და მას ენიჭება პრიორიტეტი ჩვენ და თქვენს შორის მანამდე დადებულ შეთანხმებთან, ნესმიერი სახის კომუნიკაციასა (იქნება ეს ზეპირი თუ წერილობითი ფორმით) და შეთავაზებებთან (ძველი წესების და პირობების ჩათვლითაც).
მომსახურების წესებში არსებული ნებისმიერი სახის ორაზროვნება არ უნდა იქნეს გამოყენებული ჩვენს წინააღმდეგ.

მუხლი 11 – იურისდიქცია

მომსახურების პირობები და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეთანხმება უნდა შეესაბამებოდეს და დარეგულირდეს საქართველოს კანონმდებლობით..

მუხლი 12 – ცვლილებები მომსახურების პირობებში

თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ იხილოთ მომსახურების პირობების განახლებული ვერსია ამ ვებ-გვერდზე.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით განვაახლოთ, შევცვალოთ ან ჩავანაცვლოთ ეს პირობები, ან მათი ნაწილი, ვებ-გვერდზე ამის შესახებ ინფორმაციის განთავსებით და ცვლილებების შეტანით. ცვლილებების პერიოდული შემოწმება თქვენი პასუხისმგებლობის საკითხია. თქვენს მიერ ჩვენს ვებ-გვერდზე შემოსვლითა და მომსახურებით სარგებლობით თქვენ ეთანხმებით შეცვლილ პირობებს.

მუხლი 13 – საკონტაქტო ინფორმაცია

კითხვები მომსახურების პირობებთან დაკავშირებით გამოგზავნეთ შემდეგ ელ. მისამართზე: shop@kok2.ge.