პროდუქტის დაბრუნების ვადა შეკვეთის განთავსებიდან 48 საათია. სამწუხაროდ, ამ ვადის გასვლის შემდეგ ვეღარ მოვახერხებთ თანხის დაბრუნებას ან პროდუქტის გადაცვლას.
იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ შეძენილი ნივთის უკან მიღება და თანხის დაბრუნება, ან მისი გადაცვლა, იგი უნდა იყოს უხმარი, ისეთ მდგომარეობაში, როგორც თქვენ ის გადმოგეცათ. სასურველია იყოს ორიგინალ შეფუთვაში.
იმისათვის, რომ განვახორციელოთ დაბრუნების პროცედურა, აუცილებელია, მოგვაწოდოთ შეძენის დამადასტურებელი საბუთი, ან დაგვიმტკიცოთ ამის ნამდვილობა.
მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება იმ შემთხვევაში თუ:
ა) მას არ მიუღია შეკვეთილი პროდუქტი;
ბ) პროდუქტი განსხვავდება ვებ-გვერდზე აღწერილი/ნაჩვენები პროდუქტისგან;
გ) არ ემთხვევა ზომა;
დ) პროდუქტი ნივთობრივად ან უფლებრივად ნაკლიანია.

ნივთის უკან მიტანა

გადახდილი თანხის უკან მისაღებად აუცილებელია შეკვეთილი პროდუქტი მიიტანოთ შპს „კოკ2“-ის მიერ მითითებულ მისამართზე. ზუსტ მისამართს მიიღებთ მას შემდეგ რაც მიწერთ კომპანიას შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: shop@kok2.ge

ნივთის უკან დაბრუნების ხარჯები სრულად გეკისრებათ თქვენ. ნივთის კომპანიის მიერ თქვენამდე მოწოდების ხარჯები უკან არ დაბრუნდება.