მუხლი 1 – რა მოსდის თქვენგან მიღებულ ინფორმაციას

ყიდვა-გაყიდვის პროცესში, როდესაც თქვენ იძენთ რაიმეს ჩვენი მაღაზიიდან, ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას თქვენგან, როგორიცაა თქვენი სახელი, მისამართი და ელ. ფოსტა.
როდესაც თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებ-გვერდით, ჩვენ ავტომატურად ვიღებთ თქვენი კომპიუტერის ინტერნეტის პროტოკოლის (IP) მისამართს, რათა მოვახერხოთ თქვენი ბრაუზერისა და ოპერატიული სისტემის ინფორმაციის დამუშავება.
ელ. ფოსტის მარკეტინგი: შესაძლებელია ჩვენ გამოგიგზავნოთ ელ. წერილები ჩვენი მაღაზიის, ახალი პროდუქტების და განახლებების შესახებ.

მუხლი 2 – თქვენი თანხმობა

როგორ ვიღებთ თქვენგან თანხმობას?

როდესაც თქვენ ტრანსაქციის შესასრულებლად გვაწვდით პერსონალურ ინფორმაციას, აავტორიზებთ თქვენს საბანკო ბარათს, ანთავსებთ შეკვეთას, გვითანხმებთ მიწოდების დეტალებს, ან ითხოვთ შენაძენის დაბრუნებას, ეს გულისხმობს, რომ თქვენ ეთანხმებით ამ ინფორმაციის ჩვენს მიერ შეგროვებას სწორედ ამ მიზნების მისაღწევად.

როგორ უნდა გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა?

თუ თქვენ არ გსურთ მიიღოთ ჩვენგან ინფორმაცია ჩვენი მომსახურებების და პროდუქტების შესახებ და გსურთ ჩვენი ბაზებიდან ამოიშალოს თქვენი პერსონალური მონაცემები, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: shop@kok2.ge
.

მუხლი 3 – ინფორმაციის გამჟღავნება

ჩვენ შეიძლება გავასაჯაროვოთ თქვენი პირადი სახის ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ ამას მოგვთხოვს კანონი, ან თუ თქვენ დაარღვევთ ჩვენს წესებსა და პირობებს.

მუხლი 4 – მესამე პირების მომსახურება

თეორიულად, მესამე პირებმა, რომლებიც შეთანხმების საფუძველზე გვემსახურებიან, შეიძლება შეაგროვონ, გამოიყენონ ან გაამჟღავნონ თქვენს შესახებ მიღებული ინფორმაცია მხოლოდ იმ მოცულობით რაც აუცილებელია მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად და მომსახურების განსახორციელებლად.
ამასთანავე, გარკვეული მომსახურების განმახორცილებელ მესამე პირებს, როგორიცაა გადახდების გამტარები და სხვა მსგავსი ოპერატორები, აქვთ საკუთარი წესები პერსონალური მონაცემების შესახებ, რომლებიც ვრცელდება იმ კონკრეტულ ინფორმაციაზე, რაც უნდა მივაწოდოთ ჩვენ მათ თქვენი გადახდების განხორციელების შესასრულებლად. ასეთ შემთხვევებში, გირჩევთ გაეცნოთ ამ პროვაიდერების პერსონალური მონაცემების შესახებ წესებს, რათა უკეთ გაიგოთ როგორ დამუშავდება თქვენი ინფორმაცია.
მხედველობაში იქონიეთ, რომ ზოგიერთი პროვაიდერი შეიძლება სხვა ქვეყნის იურისდიქციის ქვეშ ოპერირებდეს. თუ თქვენ აირჩევთ გადახდის ისეთ მეთოდს, რომელსაც მსგავსი პროვაიდერი ახორციელებს, მაშინ შეიძლება თქვენ პირად მონაცემებზე გავრცელდეს იმ ქვეყნის სამართლებრივი ნორმები, რომლის იურისდიქციასაც ზემოთ აღნიშნული ექვემდებარება.

ვებ-ბმულები:
თუ ჩვენს ვებ-გვერდზე არსებულ ბმულზე დაჭერით სხვაგან (არა ჩვენს ვებ-გვერდზე) გადახვალთ, მაშინ ჩვენ აღარ ვიქნებით პასუხისმგებელი პირადი ინფორმაციის დამუშავებისა და მასთან დაკავშირებული წესების შესახებ.

მუხლი 5 – უსაფრთხოება

ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად წინდახედულები და გამოვიყენებთ მსოფლიო ინდუსტრიაში დამკვიდრებულ საუკუთესო პრაქტიკის მაგალითებს, რათა არ მოხდეს თქვენი პირადი ინფორმაციის ბოროტად გამოყენება, არ იყოს სხვებისთვის ხელმისაწვდომი, არ გამჟღავნდეს და არ შეიცვალოს არამიზნობრივად.
თუ თქვენ წარმოგვიდგენთ ინფორმაციას საბანკო ბარათის შესახებ, ეს ინფორმაცია დაიშიფრება TLS1.2 მეშვეობით და შეინახება AES-256 შიფრით. ამასთანავე, უნდა იცოდეთ, რომ ინტერნეტში გადაცემის არცერთი მეთოდი, ან ელექტრონული მეხსიერება არ არის 100%-ით უსაფრთხო, ჩვენ ვიცავთ PCI-DSS მოთხოვნებს და მივყვებით საყოველთაოდ მიღებულ, ინდუსტრიულ სტანდარტებს.

მუხლი 6 – სრულწლოვანება

ამ საიტზე შეკვეთის განთავსებისით ან მომსახურების მიღებით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანების ასაკს მიღწეული ქმედუნარიანი პირი.

მუხლი 7 – პერსონალური მონაცემების შესახებ წესებში ცვლილების შეტანა

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევცვალოთ აღნიშნული წესები საჭიროებისამებრ, შესაბამისად, გთხოვთ, გადაამოწმოთ იგი პერიოდულად. ნებისმიერი ცვლილება და განმარტება ძალაში შედის მისი ვებ-გვერდზე განთავსების მომენტიდან. თუ ჩვენს წესებში ძირეული ცვლილებები შევა ჩვენ ამის შესახებ გაცნობებთ ვებ-გვერდის მეშვებით, რათა თქვენ საქმის კურსში იყოთ, თუ როგორ ხდება ჩვენს მიერ თქვენი ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, გამოყენება და გარკვეულ შემთხვევებში მისი გამჟღავნება.
თუ ჩვენი მაღაზია გადავიდა სხვა კომპანიის საკუთრებაში, ან შეუერთდა მას, თქვენი ინფორმაცია გადავა ახალ მესაკუთრესთან, ჩვენ მიერ პროდუქტის რეალიზაციის პროცესი კი შეიძლება გაგრძელდეს.

კითხვები და საკონტაქტო ინფორმაცია
თუ თქვენ გსურთ: ნახოთ, შეასწოროთ, შეცვალოთ, ან წაშალოთ თქვენს შესახებ ჩვენს ხელთ არსებული, ნებისმიერი, პერსონალური მონაცემები, ან ამის შესახებ უბრალოდ მეტი ინფორმაცია დაგჭირდებათ დაგვიკავშირდით: shop@kok2.ge