ვენი ეს ახალგაზრდული წამოწყება არ არის ის, რაც აქამდე საქართველოში შეგხვედრიათ. ეს არ არის ტანსაცმლისა თუ აქსესუარების ტიპური მაღაზია, ან საქართველოში შემოსული ყველასთვის კარგად ნაცნობი უცხოური ბრენდი, არც 21-ე საუკუნის აღმოჩენაა და მითუმეტეს, არც უცხოეთიდან ნივთების გამოსაწერი ონლაინ პორტალი. KOK2 – ეს ახალი ქართული ბრენდია, რომლის იდეა და მიზანი ქართულ რეალობაში მეტი მრავალფეროვნების შემოტანაა!

ჩვენ ორი ძირითადი მიმართულება გვაქვს – ესენია Bloom და Funky:

Bloom

ეს ქართველი დიზაინერების ნამუშევრებით შექმნილი მაისურები და ტანსაცმლისა თუ ინტერიერის ხელნაკეთი აქსესუარებია.

უნიკალური მაისურებისა და აქსესუარების შეძენის გარდა, თქვენ გაეცნობით ქართველ, ძალიან საინტერესო დიზაინერებსა და მათ სხვა ნამუშევრებს. ცნობადობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვნების დარგის განვითარებისთვის და ჩვენი წამოწყებაც შეეცდება პოპულარიზაცია გაუკეთოს ქართველ არტისტებს და მათ ნამუშევრებს.

Funky

კი, როგორც სახელიდან მიხვდებოდით, ფერადი და სახალისო ილუსტრაციებია, რომლებიც შემდეგ მაისურებზე და პოსტერ-ნახატებზე გადაგვაქვს.

ეს ნამუშევრებიც ქართველი ილუსტრატორების მიერ, სპეციალურად Funky-ს კოლექციისთვის, 5 ფერში იქმნება. თუ თქვენ გაინტერესებთ:

  • კინო
  • მუსიკა
  • ხელოვნება
  • ვიდეო თამაშები
  • სპორტი

მაშინ აუცილებლად შეხვდებით თქვენთვის კარგად ნაცნობ, სახასიათო პერსონაჟებს. ნუ გადაიღლით თავს ყოველდღიური რუტინასა და პრობლემებზე ფიქრით – #GetFunky !

ორივე მიმართულებას პერიოდულად დაემატება ახალი ნამუშევრები და ტიპაჟები, გავიცნობთ და გაგაცნობთ ნიჭიერ დიზაინერებს, დავამზადებთ უნიკალურ პროდუქტებს და ყოველდღიურ ცხოვრებასაც მეტ ფერს შევძენთ!